“პაპკაზე” დავწერე: არ შეგეშინდეს, შენ კარგად იქნები!” – რა ემოციურ ისტორიას იხსენებს აჩიკო მეფარიძე, რომელმაც გეგა კობახიძე დახვრეტამდე ციხეში ნახა

მე­ფა­რი­ძე, რო­მე­ლიც ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექი­მად მუ­შა­ო­ბი­სას 21-22 წლის ასა­კის იყო, იხ­სე­ნებს, რო­გორ ნახა ცი­ხე­ში “თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბი” და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ერთ-ერთი ბოლო ადა­მი­ა­ნი იყო, ვინც დახ­ვრე­ტამ­დე გეგა კო­ბა­ხი­ძე გა­ამ­ხნე­ვა.

“არ არ­სე­ბობს, არა­სო­დეს სად­მე ეს ამ­ბე­ბი გა­მეჟ­ღე­რე­ბი­ნოს… ერთ-ერთი ჩემი მო­რი­გე­ო­ბის დროს, გამ­თე­ნი­ი­სას მოჰ­ყავთ პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც ყე­ლის არე­შია ტყვი­ით დაჭ­რი­ლი, სა­დაც ტრა­ქე­აა, იქ. მოყ­ვე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი – უშიშ­რო­ე­ბა და ა.შ. აღ­მოჩ­ნდად, რომ ეს იყო სოსო წე­რე­თე­ლი.

მო­იყ­ვა­ნეს აე­რო­პორ­ტი­დან “თვითმფრი­ნა­ვის ხალ­ხი” – გეგა კო­ბა­ხი­ძე, ზუს­ტად იმ მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, როცა მოხ­და გა­ტა­ცე­ბის ამ­ბა­ვი. მე მახ­სოვს, რომ გეგა ფეხ­შიშ­ვე­ლი იყო, ფეხ­საც­მლის გა­რე­შე. მას არა­ფე­რი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი…

შემ­დეგ შე­მო­იყ­ვა­ნეს უფ­რო­სი ივე­რი­ე­ლი, რო­მე­ლიც გულ-მკერ­დის არე­ში იყო დაჭ­რი­ლი, მას დას­ჭირ­და ოპე­რა­ცია. სწო­რედ ამ დროს მო­ვი­და ჩემი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სიც და გა­ვუ­კე­თეთ ოპე­რა­ცია, გა­და­ვარ­ჩი­ნეთ. თუმ­ცა, წე­რეთ­ლის შემ­თხვე­ვა­ში არ მოგ­ვცეს ტრა­ქე­ოს­ტო­მი­ის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა, რად­გან ის სა­უბ­რობ­და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იყო, ტყვია ჰქონ­და გა­ჩხე­რი­ლი ხერ­ხე­მალ­თან.

გეგა კო­ბა­ხი­ძე პირ­და­პირ გა­და­იყ­ვა­ნეს ცი­ხე­ში, შემ­დეგ წე­რე­თე­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს, კახა ივე­რი­ელს გა­ვუ­კე­თეთ ოპე­რა­ცია და ისიც წა­იყ­ვა­ნეს ცი­ხე­ში. სხვას არა­ვის აკა­რებ­დნენ, მარ­ტო მე და ჩემი გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გეს გვქონ­და ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის, გა­დახ­ვე­ვის და ა.შ უფ­ლე­ბა.

ერთი რამ უნდა ვა­ღი­ა­რო, ეს არც ჩემი გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გემ  იცის: მე მქონ­და პა­ცი­ენ­ტის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც იდო “პა­პ­კა­ში”. შევ­დი­ო­დი ცი­ხის კა­მე­რა­ში თვითმფრი­ნა­ვის გამ­ტა­ცე­ბელ­თან და ვი­ცო­დი, რომ არის მიკრო­ფო­ნე­ბი, მის­მე­ნენ, ვერც თვა­ლით, ვერც ხე­ლით ვე­რა­ფერს მა­ნიშ­ნებ… მაგ­რამ ბავ­შვი ვი­ყა­ვი მა­ინც, 21 წლის, ამ “პა­პ­კა­ზე” დავ­წე­რე უკ­ნი­დან: არ შე­გე­შინ­დეს, შენ კარ­გად იქ­ნე­ბი! და ეს და­ვა­ნა­ხე… მო­სა­ყო­ლად იო­ლია, მაგ­რამ ამის შემ­დეგ რა მოვ­ლე­ნე­ბიც გან­ვი­თარ­და და რი­თიც დას­რულ­და… ძა­ლი­ან რთუ­ლია, როცა ამ­დე­ნი რა­მით ცხოვ­რობ ადა­მი­ა­ნი…”, – ისა­უბ­რა აჩი­კო მე­ფა­რი­ძემ, რომ­ლის­თვი­საც ამ ის­ტო­რი­ის გახ­სე­ნე­ბა საკ­მა­ოდ მძი­მე აღ­მოჩ­ნდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები