პანჩო 8 მაისს სოლო-კონცერტს გამართავს

მომღერალი პანჩო, იგივე ლევან მგალობლიშვილი 8 მაისს სოლო-კონცერტს გამართავს. როგორც მომღერალმა „კვირა+“-სთან საუბრისას განაცხადა, კონცერტზე ქართული ესტრადის წარმომადგენლები სიმღერებს პანჩოს რეპერტუარიდან შეასრულებენ.
კონცერტზე მისულ მსმენელს საშუალება ექნება, ძველ ჰიტებთან ერთად მომღერლის ახალი სიმღერებიც მოისმინოს.
“ძალიან დიდი სურვილი მაქვს, სოლო – კონცერტი ჩავატარო. ჩემს მსმენელებს საშუალება ექნებათ, კონცერტზე, ძველ ჰიტებთან ერთად, ახალ სიმღერებსაც მოუსმინონ. არაერთი სიმღერის პრემიერა იქნება”, – განაცხადა მომღერალმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები