პანდემიის გამო, წყვილმა ნორვეგიისა და შვედეთის საზღვარზე იქორწინა

ინტერნაციონალური ქორწილი პანდემიის პირობებში – BBC სკანდინავიაში მომხდარ ისტორიაზე წერს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, კამილა ოიჯორნი ნორვეგიაში, ალექსანდრ კლერნი კი შვედეთში აღმოჩნდა. შეზღუდვების გამო, მათ ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის გადაკვეთა ეკრძალებოდათ.

საქორწინო ცერემონიის ჩასატარებლად წყვილმა ნორვეგიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტყე აირჩია, რომელიც შვედეთის საზღვარზეა. ნეფისა და პატარძლის მხარეებს ერთმანეთისგან თეთრი ლენტი ყოფდა, რომლის გადაკვეთაც აკრძალული იყო. წესების დაცვას პოლიცია აკონტროლებდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები