ქართველი ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი კვირის პროგნოზზე „იმედის დილასთან“ საუბრობს.
მისი განცხადებით, პანდემია მსოფლიოში მიმდინარე წლის 5 ივლისს დასრულდება:
„ცვლილებები დაიწყება ნელ–ნელა იმიტომ, რომ კუროს ზოდიაქოს ნიშანში შევიდა მზე. კურო არის ყველაზე სტაბილური ნიშანი, ნელ–ნელა დაიწყება გარდატეხა და სტაბილიზაცია იგივე ვირუსთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი გამოჩნდება მაისში და შუა რიცხვებიდან რეგულაციები დაიწყებს შეცვლას და ამოვისუნთქავთ. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, 5 ივლისს დამთავრდება. მზის დაბნელებაზე დაწყებული საქმე, დაბნელებაზე უნდა დამთავრდეს. პანდემია მთელს სამყაროში 5 ივლისს დამთავრდება“, – აცხადებს მიხეილ ცაგარელი.