პედიატრი თემურ მიქელაძე „ტიკ-ტოკში“ გამაღიზიანებელი თამაშების აკრძალვას მოითხოვს. მისი თქმით, პანდემია ისეთ ზიანს არ მოუტანს ბავშვს, როგორც მსგავსი ტიპის თამაშები.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.
„ეს შეეხება არა მხოლოდ „ტიკ-ტოკს“, არამედ ნებისმიერ გამაღიზიანებელ თამაშს. იმისთვის, რომ ყველა ეს პრობლემა თავიდან ავიცილოთ აუცილებელია მშობლების ჩართულობა. არანაირი დაავადება, მათ შორის კორონავირუსული პანდემია, ბავშვს ისეთ ზიანს არ მოუტანს, როგორც ეს. ყველაზე კარგი ფსიქოლოგი დედა და მამაა. თუ ვიქნებით ჩართულები შეიძლება, ჩვენი ბავშვები გადავარჩინოთ ამ სავალალო შედეგს. თუ ასეთი საფრთხეა, მაშინ სპეციალურმა სამსახურებმა მიიღონ გდაწყვეტილება, რომ სრულიად აკრძალონ „ტიკ-ტოკი“ და მსგავსი თამაშები. ვიცი, რომ რამდენიმე ქვეყანაში ეს უკვე აიკრძალა,“ – ამბობს პედიატრი.