“ფუდპანდა“ ბათუმში ბიზნესს აფართოებს. ბათუმში ყველაზე გემრიელი და ცნობილი პიცერიები, რესტორნების ქსელი და სწრაფი კვების ობიექტები უკვე „ფუდპანდაზეა“! შემოიხედეთ www.foodpanda.ge -ზე. პანდაც ბათუმშია – უყვარს ზღვის სანაპირო, ჯაზი და თანამედროვე მუსიკა.
სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინშეკვეთა ვებგვერდზე – www.foodpanda.ge – სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. 2014 წლის 17 ნოემბრიდან „ფუდპანდა“ ბათუმშიც გაფართოვდა! ის მოსწონს ყველას – ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „ფუდპანდამ“ ბათუმში უკვე აქტიურად აითვისა რესტორნები, და საკვების შეკვეთის სერვისი უკვე მუშაობს ისეთ წერტილებზე, როგორიცაა: “პრივეტ იზ ბატუმა“, „პორტო ფრანკო“, „ბათუმი პიცა“, „ხინკლის სახლი #1“ და „მარკო პოლო.“ ბათუმში ყველაზე გემრიელი პიცერია Medea’s Pizza Raddison Blu Batumi უკვე „ფუდპანდაზეა“! კომპანია მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. კომპანია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გეგმავს გასვლას.
“ჩვენ გრძელვადიანად ვართ ამ ბიზნესში, და სადაც შესაძლებლობა გვაქვს, მაქსიმალურად ვფართოვდებით. ეს ჩვენი პირველი ნაბიჯია დასავლეთ საქართველოში და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმის სტარტმა წარმატებით ჩაიარა, და უკვე ვგეგმავთ ჩვენს იქაურ რესტორანთა ქსელის გაფართოებას. მაგრამ ახლო მომავალში ფოკუსირებულები ვართ თბილისისა და ბათუმის განვითარებაზე”, – განმარტავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე.
(R)