ინგრედიენტები:
კვერცხი – 3 ცალი,
ლორი – 120 გრ,
ყველი – 100 გრ,
პამიდორი ჩერი – 15 ცალი,
კიტრი – 1 -2 ცალი,
მაიონეზი – 2 ს/კ,
მწვანილები – გასაფორმებლად.
მომზადების წესი: კვერცხი მოვხარშოთ. ყველი და კევრცხი სახეხზე გავხეხოთ. ლორი კუბიკებად დავჭრათ. ჩერი შუაზე გავჭრათ. კიტრი – მრგვალად. თასში კვერცხი, ყველი და ლორი მოვათავსოთ, მაიონეზი მოვასხათ და კარგად ავურიოთ. თეფშზე წვრილად დაჭრილი მწვანილები დავალაგოთ, შემდეგ კიტრი, ზემოდან შიგთავსი დავადოთ, და ბოლოს კი, პამიდორი. პამიდორი მაიონეზის წერტილებით მოვრთოთ.