პამელა ანდერსონი იმ ქალებს ადანაშაულებს, რომლებიც ჰარვი ვაინშტეინს ამხელენ

მსახიობმა და მოდელმა პამელა ანდერსონმა საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთა იმ ქალების მიმართ, რომლებიც პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. „მალიბუს მაშველების“ ვარსკვლავმა განაცხადა, რომ სანამ ვინმესთან სასტუმროს ნომერში განმარტოებას გადაწყვეტს, ქალი ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს.
„თუ კი თქვენ კასტინგის გავლას სასტუმროში გთავაზობენ, მაშინვე ტვინი უნდა ჩართოთ. ყველამ იცის, რომ ჰოლივუდში ბევრი ისეთი ადამიანია, ვისთან ურთიერთობაც არ ღირს. ბევრ გოგონას ეგონა, რომ უსაფრთხოდ იქნებოდა, რადგან შეხვედრები მათი აგენტების მიერ იყო ორგანიზებული, მაგრამ როგორც ჩანს, ესეც არ არის გარანტია.“
პამელა ანდერსონის თქმით, მას ასეთ შეხვედრებზე ხშირად ეძახდნენ, უფრო მეტიც _ მას მამაკაცები მანქანებს და სახლებს სთავაზობდნენ იმისათვის, რომ მათი „ნომერ პირველი ქალი“გამხდარიყო. ანდერსონი ამბობს, რომ ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდა: „თუკი ნომერ პირველი ვიქნები, ესე იგი იქნება ნომერ მეორეც, მე კი ეს არ მაწყობს.“ გარდა ამისა, მსახიობი აღნიშნავს, რომ ის რომანტიკოსია და ვიღაცას როლის ან ფულის გამო არ შეხვდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები