პაატა თედიაშვილის პასუხი საზოგადოებას: მსოფლიოს გენიოსები იყვნენ ჰომოსექსუალები და როგორ შეიძლება, ეს ჩაითვალოს პათოლოგიად

პროფესიით ექიმი და მომღერალი პაატა თედიაშვილი ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში მოექცა. ამის მიზეზი მის მიერ შესრულებული სიმღერა სახელწოდებით „უნდა შემოვიდე ამაღამ შენში“ გახდა, რომლის ტექსტიც მსმენელმა მალევე აიტაცა და იუმორის თემად აქცია.
როგორ რეაგირებს მომღერალი მის მიერ შესრულებული სიმღერის ირგვლივ შექმნილ სახალისო ფრაზებსა თუ აგრესიულ პოსტებზე? „კვირა +“-მა აღნიშნულზე პასუხი თავად პაატა თედიაშვილისგან მიიღო და საინტერესო განმარტებებიც მოისმინა.
„აგრესიის მიზეზი საკუთარი თავის პიარი გახდა. როცა ადამიანს ჰუმანიზმი და ნიჭიერება არ ჰყოფნის, სწორად მიაწოდოს საკითხი ხალხს, იწყება აგრესია. ერთი თვეა უკვე, ვიგერიებ ერის გარკვეულ ნაწილს. მათ იციან, რომ არცერთი ჩემი მეგობარი და საერთო ნაცნობი არ არის მოძალადე და აგრესიული თავისუფლების მიმართ. მე ექიმი ვარ და ვიცი რეალობის არსი, ნორმა თუ პათოლოგია. ამიტომ დამშვიდდნენ და ისე ისაუბრონ ჩემთან, როგორც წლების უკან მემეგობრებოდნენ და ვურთიერთობდით სწორად. შეეშვან აგრესიას. ნუ შექმნიან გმირს ჩემგან – არ ღირს. ისედაც ერთი თვეა სალაპარაკოა ჩემი შემოქმედება. დიდი მადლობა მათ ჩემზე დახარჯული ნებისმიერი სიტყვისათვის. იხარონ და იბედნიერონ. ნორმაა ყველაფერი, რაც ემსახურება ადამიანის ცნობიერის შეცვლას უკეთესობისაკენ. თუ იქნებიან აგრესიულები, მაშინ საზოგადოება შეხედავს ამას, როგორც პათოლოგიას. ამიტომაა წიგნიერება საჭირო, რომ ლავირების საშუალება და უნარი გქონდეს ადამიანს. მსოფლიოს გენიოსები იყვნენ ჰომოსექსუალები და როგორ შეიძლება, ჩაითვალოს პათოლოგიად“,-განმარტავს პაატა თედიაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები