ოჯახი ქალაქგარეთ პიკნიკზე წავიდა, სადაც შემთხვევით ახალშობილი ცხოველი იპოვეს. მათ შეეცოდათ უსუსური არსება, რომელიც ძაღლის ლეკვი ეგონათ და სახლში წაიყვანეს. პატრონმა ლეკვს მეძუძური ძაღლიც მოუძებნა. პატარა ცხოველმა ძაღლის რძე დიდი სიამოვნებით მიირთვა.
როდესაც ის ვეტერინართან წაიყვანეს, როგორც ძაღლის ლეკვი, ექიმი გაოცებული უყურებდა პატრონებსაც და ცხოველსაც. მან ლეკვის პატრონს უთხრა, რომ ეს ძაღლი არ იყო და მაშინვე დაუკავშირდა გარეულ ცხოველთა მონიტორინგის ცენტრს.
როცა ისინი მივიდნენ და ცხოველი ნახეს, თავიდან ამბობდნენ, რომ ეს მგლის ლეკვი ან კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენელი იყო. ის იმდენად პატარა იყო, რომ მათაც გაუჭირდათ პატარა არსების ამოცნობა.
საბოლოოდ, გაირკვა, რომ ეს მელიის ხვადი ლეკვი იყო.
“ეს პატარა ცხოველი გაიზრდება ადამიანების გარემოცვაში, რადგან ის უდედოდ ვერ იცოცხლებს ტყეში. ამასთანავე, ის მომავალშიც ვერ შეძლებს გარეულ ცხოვრებას, რადგან არ ეცოდინება ნადირობა და მტრებისგან თავის დაღწევა.”- ამბობს გარეულ ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის თანამშრომელი
წყარო: http://www.zooclub.ge