ოჯახმა სეირნობისას ოქროს ზოდი იპოვა

News.com.au ავრცელებს ინფორმაციას, რომ ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატის ქალაქ ბენდიგოში მცხოვრებმა ოჯახმა ძაღლთან ერთად სეირნობისას ოქროს ზოდი იპოვა.

მამაკაცი ძაღლსა და ორ შვილთან ერთად სეირნობდა, როდესაც ერთ-ერთმა ბავშვმა ოქროს ზოდი შეამჩნია.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ოქროს ზოდი 624 გრამს იწონის. სპეციალისტების თქმით, ოქროს ფასი 35 000 ავსტრალიურ დოლარს (24 300$) შეადგენს.

კომენტარები

სხვა სიახლეები