ნინო ქორიძე და თორნიკე გოგრიჭიანი:
ნინო ქორიძემ და თორნიკე გოგრიჭიანმა ერთმანეთი წლების წინ, სერიალის “გოგონა გარეუბნიდან” გადაღებებზე გაიცნეს. თორნიკე 24 წლის იყო, ნინო 37-ის. მათ შესახებ არაერთხელ გავრცელდა ჭორი, თითქოს დაშორდნენ, თუმცა წყვილი ისევ ერთად არის.
ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე:
ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ოჯახი უკვე რამდენიმე წელს ითვლის. წყვილმა ერთმანეთი დუეტის ჩაწერის დროს გაიცნო. მათ ერთი საერთო შვილი ანასტასია ჰყავთ.
სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი:
მოდელ სალომე ღვინიაშვილისა და ფეხბურთელ ზურა ხიზანიშვილის სიყვარულის ისტორია უკვე წლებს ითვლის. მოდელი პირველად 16 წლის ასაკში დაქორწინდა, თუმცა ოჯახი მალევე დაენგრა, მას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. ხოლო 21-წლის ასაკში მან თავისი ცხოვრება ზურა ხიზანიშვილს დაუკავშირა.
ფეხბურთელი მაშინ 24 წლის იყო.
თიკა ფაცაცია და დავით ანთელიძე:
მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა მოდელი იყო, თავად დავით ანთელიძე კი ამერიკაში ცხოვრობდა. დაბრუნების შემდეგ კი მან თიკა გაიცნო და ცოლადაც მოიყვანა.
ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი:
ასევე წლებს ითვლის მომღერალ ლელა წურწუმიასა და პროდიუსერ კახა მამულაშვილის სიყვარულის ისტორია. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს.
ხატია სიჭინავა და ირაკლი ნოზაძე:
ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა და სპორტსმენი ირაკლი ნოზაძე წლების წინ დაქორწინდნენ. მათ სამი შვილი ჰყავთ.
ირინა ონაშვილი და ლადო ვარძელაშვილი:
“მის საქართველო 2003” ირინა ონაშვილი და პოლიტიკოსი ლადო ვარძელაშვილი 2012 წელს დაქორწინდნენ, მათ 2 შვილი ჰყავთ.
თაკო ჩხეიძე და რუსლან აბაშიძე:
თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელმა და ყოფილმა მოდელმა თაკო ჩხეიძემ თავისი ცხოვრება პოლიტიკოს რუსლან აბაშიძეს დაუკავშირა.
თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი:
ასევე სამაგალითო წყვილია ყველასათვის ცნობილი პოლიტიკოსები, თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი. მათი სიყვარულის ისტორია წლებს ითვლის. მათ ორი შვილი – გიორგი და გრიგოლი ჰყავთ.
ნათია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია:
ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ და პოლიტიკოსმა ირაკლი ალასანიამ ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს, მათი სიყვარულის ისტორია 25 წელს ითვლის.
ნინო ნადირაძე და გუგა კუზანოვი:
ასევე სამაგალითოა მათი ოჯახური ურთიერთობა. წყვილი ერთმანეთს ხშირად ანებივრებს საჩუქრებითა და სიურპრიზებით.