“ოცნების სამსახური” – სადგურში დილით შუქის ანთებაში, საღამოს კი ჩაქრობაში 2 032 ევროს გადაგიხდიან

შვედეთში „ოცნების სამსახურისთვის“ ვაკანსია გამოცხადდა  – ერთ–ერთი რადიოსადგურის ცნობით, იძებნება ადამიანი, ვინც გოტენბურგის სადგურზე დილით შუქს აანთებს, საღამოს კი ჩააქრობს, თუმცა მან დაკისრებული მოვალეობა მკაცრად განსაზღვრულ დროს უნდა შეასრულოს. ამაში კი, ხელფასის სახით, 2032 ევროს მიიღებს.

შერჩეულ კანდიდატს სხვა მოვალეობა არ ექნება შესასრულებელი და იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელ პერიოდს გაივლის, კონტრაქტი სიცოცხლის ბოლომდე გაუფორმდება.

გოტენბურგის სადგური 2026 წლისთვის გაიხსნება. ასე რომ, კანდიდატებს “სივების” გასაგზავნად საკმარისი დრო აქვთ. პროექტის ავტორების განცხადებით, მათ უკვე 150–მდე განაცხადი მიიღეს და ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაა გამოგზავნილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები