სოციალურ ქსელებში აქტიურად დაიწყეს ჯორდან მაქსველის პროგნოზის განხილვა იმის შესახებ, რომ 2020 წლის ოქტომბერში კაცობრიობა უპრეცედენტო კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.
მაქსველმა განაცხადა, კორონავირუსის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე იცოდა.
”მე ვთქვი, რომ ეს 6 თვის შემდეგ მოვიდოდა.” – თქვა მან აპრილში.
მან განმარტა, რომ მას ჰყავს საუკეთესო მეგობარი, ის არის ასტროლოგი, მაგრამ არა ჩვეულებრივი, არამედ, გენიალური, ნოსტრადამუსის დონის. ის ამბობს, რომ ადამიანებს ვარსკვლავების მიხედვით განსაცდელი ელით ერთგვარი ახალი ბიოლოგიური იარაღის სახით, რომელიც შეძრავს მსოფლიოს. უფრო მეტიც, კატასტროფების აპოგე მოვა ოქტომბერში.
”ოქტომბერში მსოფლიოს ელოდება ისეთი რამ, რაც აქამდე არავის უნახავს.”- ამბობს ჯორდანი.
მისი თქმით, ეს თვე პრობლემებს მოუტანს პლანეტის ყველა ქვეყანას. ბევრგან არეულობა დაიწყება. ბოლოს, სამყარო გაივლის სასიკვდილო გამოცდას.
”ოქტომბერში მთელი მსოფლიო, კაცობრიობა, ყველა ქვეყანა ჩაერთვება ერთგვარ სერიოზულ სისტემურ გამორთვაში, რაც გამოიწვევს პოლიტიკურ და სოციალურ არეულობას იმ მასშტაბით, რომელთანაც აქამდე არასდროს გვქონია შეხება. ეს იქნება უდიდესი, გ წარმოუდგენელი კატასტროფა.”- ამბობს წინასწარმეტყველი.
წინასწარმეტყველმა ასევე აღნიშნა, რომ ხალხი შეიძლება გაგიჟდეს და დაიწყოს თავდასხმა ერთმანეთზე მთელ პლანეტაზე.
როდის დასრულდება სამყარო? მეცნიერებმა ამაზე პასუხი იპოვეს მაქსველის წინასწარმეტყველებაში, რაც ახლა აქტიურად განიხილება მსოფლიოს სოციალურ ქსელებში. ასევე, ამ განხილვაში აქტიურად მონაწილეობენ შეთქმულების სხვადასხვა თეორიის მომხრეები.
”თუ ხალხი სიგიჟემდე მივა და დაიწყებს თავდასხმას ერთმანეთზე მთელს პლანეტაზე, რაც, მაქსველის თქმით, უკვე ხდება მცირე მასშტაბით აშშ – ში, მაშინ მე ვიტყოდი, რომ ამის მიზეზი (თუმცა, იქნება მრავალი სხვა ფაქტორიც) იქნება 5G ინტერნეტი.” – წერს ერთ-ერთი კომენტატორი .
წყარო:http://intermedia.ge