ოქროს სამკაულებით მორთვა ძველი დროიდან აქტუალურია, ამით ბევრს საზოგადოებაში გამორჩევა და საკუთარი თავის დემონსტრირება სურდა. მეცნიერებმა გაანალიზეს ოქროს ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე და მოულოდნელი დასკვნა გამოიტანეს. კანადელმა სპეციალისტებმა ჩატარებული ცდების შემდეგ დაასკვნეს, რომ ემოციურ ადამიანებზე ოქრო ნეგატიურად მოქმედებს.
შესაძლებელია, რომ ღრმა დეპრესიის მიზეზი სწორედ ოქროს ტარება გახდეს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ოქროს სამკაულის შეხება ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე, ანელებს ნივთიერებათა ცვლას, მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და შესაძლებელია უეცარი აფორიაქების მიზეზიც გახდეს.
ეს დასკვნა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უარი უნდა თქვათ ოქროს სამკაულებზე, მეცნიერები უბრალოდ გვირჩევენ , რომ ღამე მოვიხსნათ, რათა ორგანიზმმა დაისვენოს. ასევე, ეპილეფსიის მქონე ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ, რადგან ოქროს ბზინვარებამ შესაძლებელია ხშირი შეტევები გამოიწვიოს.