“ოქროს პოლიციელი” – როგორ გამოიყურება სტავროპოლის ავტოინსპექციის უფროსის სახლი(ფოტო,ვიდეო)

სტავროპოლის მხარეს სახელმწიფო ავტოინსპექციაში ზაფხულში მსხვილი სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად პოლიციის, თითქმის ყველა მაღალჩინოსანი დააკავეს. ჯამში 35 პირი.

ამის მიზეზი გახდა ის, რომ ავტოინსპექცია პრაქტიკულად მაფიოზურ დაჯგუფებად იყო ქცეული, რომელიც იღებდა ქრთამებს და ბოროტად იყენებდა უფლებამოსილებას.

თუმცა, სპეცოპერაციის მასშტაბი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ალექსეი საფრონოვის სახლის ფოტოსურათებით გადაიფარა.

სკანდალი გამოიწვია საფრონოვის სასახლემ, სადაც კიბეები, ჭაღები, კარადების კარები, უნიტაზიც კი – ოქროა.

კომენტარები

სხვა სიახლეები