„ოსკარის“ რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონია 25 აპრილსლოს ანჯელესში, „იუნიონ სთეიშენში” ჩატარდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ცერემონიას მხოლოდ ნომინანტები და წამყვანები დაესწრნენ.
2021 წლის საუკეთესო ფილმის ჯილდოსთვის რვა ფილმი იბრძოდა: „მამა“, „მანკი“, „მინარი“, „მომთაბარეთა მიწა“, „იმედისმომცემი ქალი“, „მეტალის ხმა“,„ჩიგაკოს შვიდეულის სასამართლო პროცესი“, „იუდა და შავკანიანი მესია“.
საუკეთესო ფილმის ნომინაციის გამარჯვებული „მომთაბარეთა მიწა“ გახდა, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის გამარჯვებული კი – “თუ რამე მოხდება, იცოდე, რომ მიყვარხარ”.
Prev Post
სხვა სიახლეები