ინგრედიენტები:
ბისკვიტისთვის: კვერცხი – 3 ცალი,
შაქარი – 150 გრ,
ფქვილი – 150 გრ.
სუფლე: ნაღები – 200 მლ,
რძე – 200 მლ,
შაქარი – 100 გრ,
ჟელატინი – 10 გრ.
ასევე დაკონსერვებული გარგარი ან ატამი.
მომზადების წესი: ვამზადებთ ბისკვიტს: კვერცხი და შაქარი მიქსერით ავთქვიფოთ, ფქვილი დავუმატოთ და ავურიოთ.
მიღებული მასა ფორმაში ჩავასხათ და ღუმელში 180 გრადუსზე 15-20 წუთით მოვათავსოთ. ჟელატინი წყალში გავხსნათ და პაკეტზე მითითებულ დრომდე დავტოვოთ. შემდეგ ცეცხლზე დავდგათ, ოღონდ ადუღებამდე არ მივიყვანოთ.
მოვამზადოთ სუფლე: ნაღები შაქართან ერთად ავთქვიფოთ, რძე დავუმატოთ, შემდეგ – ჟელატინი და კარგად ავურიოთ. სუფლე რომ გასქელდეს, მაცივარში 5-15 წუთით შევდგათ. გამომცხვარ ბისკვიტზე სუფლე გავანაწილოთ და მაცივარში 5-6 საათით მოვათავსოთ. როცა სუფლე გაიყინება, დავჭრათ ისე, რომ კვერცხის ფორმა მივცეთ. გარგარს თავი მოვაჭრათ და სუფლეზე დავდოთ.