ცნობილი იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. ამის შესახებ ტელეკომპანია tvc.ru იუწყება.
რამდენიმე დღის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მსახიობს რუსეთის მოქალაქეობის მიღება სურდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, 61 წლის ორნელა მუტიმ რეგისტრაცია უკვე მიიღო და ამჟამად რუსეთის მოქალაქეობას ელოდება. მსახიობის იურისტები კი უარყოფენ ცნობებს იმის შესახებ, რომ იტალიელმა მსახიობმა რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად საბუთები შეიტანა.