ორმა მცირეწლოვანმა ძმამ, ლიმონათბეის გაყიდვით, ბინის ფული გამოიმუშავა. ასეთ წარმატებას ბიჭებმა შვიდი წლის მუშაობის შედეგად მამის დახმარებით მიაღწიეს.
დევიდი და ზაკ ტენნერები – ორი ძმა ჰიუსონიდან. შვიდი წლის წინა, როდესაც მათგან ერთ-ერთი 3 წლის იყო, მეორე კი 5-ის, ისინი საკუთარი სახლის წინ ლიმონათების გაყიდვით დაკავდნენ. ეს მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ისინი დღეში 100 დოლარზე მეტს გამოიმუშავებდნენ.
მამის რჩევით ბიჭებმა გამომუშავებული თანხა მაღალშემოსავლიან აქციებში ჩადეს. შედეგ კი ზაკმა და დევიდმა აქციები გაყიდეს და თანხმა ჩადეს კომპანიაში, რომელიც ააშენებდა 450 ბინიან კორპუსს. ერთ-ერთი ბინა კი სრულფასოვნად ეკუთნით ბიჭებს.
“ჩვენ მოგვეწონა ფულის გამომუშავება და შემდეგ მისი სარფიანად ინვესტირება. გვინდა, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები და უკვე 18 წლის ასაკში მშობლებისგან ცალკე გადავიდეთ საცხოვრებლად” – ამბობენ ძმები.
ბიჭების მამამ აღიარა, რომ შვილებს მხოლოდ იდეით დაეხმარა და არა საკუთარი თანხებით. გარდა ამისა, როგორც მამა ამბობს ბიჭებს არ ჰქონიათ ცდუნება გამომუშავებული ფული სათამაშოებსა და ტკბილეულში დაეხარჯათ.