“ორი ჯუჯა” ექიმი და აბასთუმანში მოთავსებული პაციენტისთვის გაკეთებული საოცრად პოზიტიური სიურპრიზი (ვიდეო)
აბასთუმნის ფილტვის ცენტრის წარმომადგენელი, ელდარ კბილაშვილი ამ ვიდეოს ავრცელებს შემდეგი ტექსტით:
“დღეს აბასთუმნის ფილტვის ცენტრის ყველაზე პატარა პაციენტს უცნაური სტუმრები ეწვივნენ: ორი ჯუჯა მეგობარი – ცენტრის დირექტორი, რეზო ჟღენტი და კლინიკური მენეჯერი, კახა ბერიძე ბუშტებითა და საჩუქრებით გამოეცხადნენ. სიყვარული ყველაზე დიდი მკურნალია ამქვეყნად, რომელიც კორონასაც მოერევა და მრავალ სხვა განსაცდელსაც დაგვაძლევინებს, მალე სიხარულით შეცვლის დღევანდელ შფოთიან რეალობას”.