„ორი ძაფი აცვია, რა უნდა შემოეხიოს…“ – რას ყვება გიორგი გაბუნია ცირა კობიაშვილის შესახებ (ვიდეო)

„X-ფაქტორის“ მონაწილეები დღევანდელი კონცერტისთვის ემზადებიან. მენტორი გიორგი გაბუნია აქტიურადაა ჩართული თავისი გუნდის რეპეტიციის პროცესში, იგი ცირა კობიაშვილს და მალიბუ ტუღუშს რჩევებსაც აძლებს.
როგორც გაირკვა, დღევანდელ კონცერტზე ცირა კობიაშვილი კვლავ სექსუალური და ძლიერი ქალის იმიჯით წარდგება მაყურებლის წინაშე.
„ცირა ახლა არის სიმბოლო სექსუალური და, რაც მთავარია, ძლიერი ქალის, რომელიც იბრძვის მარტო. ცირა არის ადამიანი, რომელსაც თუ დაარტყამ, აუცილებლად საპასუხოდ დაგარტყამს, რაც ძალიან კარგია, სრულიად განსხვავებულია. და ეს უნდა გადმოიტანოს მუსიკაში. ამ კონცერტზე ცირამ მთლიანად უნდა აკონტროლოს სცენა“, – აღნიშნა გაბუნიამ.
როგორც ცნობილი გახდა, ცირას კოსტიუმიც საკმაოდ სექსუალური იქნება: „…ორი ძაფი აცვია და რა უნდა შემოეხიოს“, – ამბობს გაბუნია.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები