„ორი–სამი დღეა არ არის დიდი მატება“ – კორონავირუსი და მარინა ენდელაძის განმარტება

საქართველო და ბრძოლა ახალი კორონავირუსისი წინააღმდეგ – ქვეყანაში პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, ხელისუფლებამ არაერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი აამოქმედა და შეზღუდვები დააწესა. ქვეყანაში აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, იზრდებოდა საშიშროება, რომ ეპიდაფეთქება მოხდებოდა, თუმცა, ჯერჯერობით ყველაფერი მდორედ მიმდინარეობს და სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ქვეყანამ პიკი შედარებით ნაკლები ზიანით გადაიტანოს.

აღნიშნულზე ინფექციონისტმა, მარინა ენდელაძემ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში ისაუბრა:

„მიღებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, თორემ ახლა სერიოზული პიკი გვექნებოდა, ამიტომ არის, რომ ეს ორი-სამი დღე არ არის დიდი მატება, როცა ამ პერიოდისათვის თუ არ იქნებოდა ყველა რეკომენდაცია დაცული, რა თქმა უნდა, დაიწყებოდა პიკის მონაცემები.

პიკის განსაზღვრა ასე ადვილი არ არის, ეს მოსახლეობაზეა დამოკიდებული – მგონია, რომ აღდგომის დღეები კარგად გადავაგორეთ და ასე უნდა გავაგრგძელოთ“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები