“ორი ნატურალური რიცხვიდან მეტი რომელია-მეთქი, რომელიც მარჯვნივაა, რიცხვით სხივზეო” – სკოლის დირექტორის სახალისო სტატუსი
ქ.ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორი პირად “ფეისბუქგვერდზე” სახალისო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “კვირა+” უცვლელად გთავაზობთ.
“მოკლედ, შედარებას მივადექით.
ორი ნატურალური რიცხვიდან მეტი რომელია-მეთქი. ნუ, ათასნაირი პასუხია: რომელიც მარჯვნივაა, რიცხვით სხივზეო, შედარებას ვიწყებთ მარცხნიდანო, ზოგმა უდიდესი ერთეულიდანო (ვაახ, გავყოყოჩდი), თუმცა არსადაა პასუხი, რომელ რიცხვშიც მეტი ციფრია. ვცდილობ, გავახსენო.
ოცი მეტია თუ ორასი? ნუ, ორასი? რატომ? – იგივე არგუმენტებია
35 მეტია თუ სამი ათას სამოცხათხუთმეტი? – ერთი საეჭვოდ მიყურებს. ხვდება, რაღაც სხვა პასუხს ვეძებ და მეო, მასწო, მე გეტყვითო.
სამიათას სამოცდათხუტმეტიო. რატომ-მეთქი და უფრო დიდი დრო უნდა მაგის თქმასო.
არგუმენტია რკინის!
დაგლიჯა!”, – წერს ნონა ჩუბინიძე.