ინგლისელმა მეთევზეებმა – პოლ სტივენსმა და ბერტ ვილიამსმა, ნორვეგიის ზღაში 93 და 83-ფუნტიანი ვირთევზისებურთა ოჯახის თევზი დაიჭირეს. ეს სახეობა ბრიტანეთში ბინადრობს.
ის ევროპულ ბაზარზე საკმაოდ ძვირად ფასობს. პოლ სტივენსი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მან 83- ფუნტიანი თევზი დაიჭირა, მაგრამ მისმა მეგობარმა, ბერტ ვილიამსმა მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა და 93- ფუნტიანი თევზის დაჭერა შეძლო. მეგობრის რეკორდის მოხსნის შემდეგ მეთევზეს 2 დღე დასჭირდა, რათა შედეგი გაეუმჯობესებინა.
ბერტიმ, რომელიც მერსესაიდში ცხოვრობს და 71 წლის არის, განაცხადა, რომ აქამდე ასეთი გრძნობა არასდროს დაუფლებია.
„ის უზარმაზარი იყო. თავიდან გამიჭირდა კიდეც დაჯერება, რომ ნამდვილი იყო“, – განცვიფრებას ვერ მალავდა ინგლისელი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
პოლი და ბერტი ახლო მეგობრები არიან. ამ ბიზნესში ისინი უკვე ათ წელია საქმიანობენ. „ბერტიმ რეკორდი რომ გააუმჯობესა, საერთოდ არ მწყენია, პირიქით, ჩვენ მეგობრები და ნათესავები ვართ“, – განაცხადა პოლ სტივენსმა.
ამ დღემდე რეკორდსმენად ვილიან ირნინგი ითვლებოდა.
სხვა სიახლეები