“ორი მსგავ­სი კულ­ტუ­რის მქო­ნე ხალ­ხი” – რას წერს რუსი ჟურნალისტი ქართველებსა და ოსებზე

90-იანი წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლომ ორი რე­გი­ო­ნი და­კარ­გა, იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა დევ­ნი­ლად იქცა, შე­რე­უ­ლი ოჯა­ხე­ბი კი და­ი­შა­ლა. თუმ­ცა, არის გა­მო­ნაკ­ლი­სი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი აფხა­ზებ­თან ან ოსებ­თან ერ­თად დღემ­დე მშვი­დო­ბი­ა­ნად ცხოვ­რო­ბენ.
ჟურ­ნა­ლიტსმა ვლა­დი­მირ სევ­რი­ნოვ­სკიმ kavkazr.com-ის­თვის მომ­ზა­დე­ბულ რე­პორ­ტაჟ­ში ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­ზე ისა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც დღემ­დე ოსე­ბის გვერ­დით ცხოვ­რო­ბენ.
“ორი მსგავ­სი კულ­ტუ­რის მქო­ნე ხალ­ხი, თით­იქ­მის ერ­თნა­ი­რად სტუ­მართმოყ­ვა­რე­ე­ბი არი­ან, უყ­ვართ ხან­გრძლი­ვი სუფ­რე­ბი. იქ ახლა მშვი­დო­ბაა, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, მა­გი­და­ზე ბავ­შვე­ბის სა­თა­მა­შო­ებ­თან ერ­თად, ჟი­ლე­ტის ჯი­ბე­ებ­ში ჩა­ლა­გე­ბუ­ლი ყუმ­ბა­რე­ბი შე­ნიშ­ნოთ – რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­ჩუ­ქა­რი”, – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.
მი­სი­ვე თქმით, 2008 წლის ომის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლომ ცხინ­ვალ­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი და­კარ­გა, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რუ­სეთ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო.
“ის იქა­ურ მო­სახ­ლე­ო­ბას ფი­ნან­სურ და პო­ლი­ტი­კურ მხარ­და­ჭე­რას სთა­ვა­ზობ­და, თუმ­ცა “სამ­ხრეთ ოსე­თის” მცხოვ­რებ­ლე­ბი მა­ღა­ლი დო­ნის კო­რუფ­ცი­ა­სა და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უგ­ვა­რე­ბელ სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. გარ­და ამი­სა, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­გან მო­წყვე­ტი­ლე­ბი აღ­მოჩ­დნენ. ღამით, ახალ­გო­რის მთე­ბი­დან მშვე­ნივ­რად მო­ჩანს მცხე­თას­თან მდე­ბა­რე ავ­ტო­ბა­ნი, რო­მე­ლიც მათ­თან ლა­მის ერთი ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზეა, მაგ­რამ და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზე­ბი დიდი ხა­ნია ჩა­კე­ტი­ლია”, – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.
მისი თქმით, სა­ზღვარ­მა მხო­ლოდ ხმე­ლე­თი კი არა, ოჯა­ხე­ბიც გაყო. სევ­რი­ნოვ­სკის­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ოჯა­ხი ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლე­ბი და და-ძმა “სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბენ”, სულ რა­ღაც 17 კი­ლო­მეტრში, თუმ­ცა ერ­თმა­ნეთს ვე­ღარ ნა­ხუ­ლო­ბენ.
“ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მა­ინც გა­და­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ დროს არ­სე­ბობს რის­კი, რომ ისი­ნი მე­სა­ზღვრე­ებს ჩა­უ­ვარ­დე­ბი­ან ხელთ, თუმ­ცა მა­ინც რის­კა­ვენ… 2008 წლის ომზე აქ ხში­რად ლა­პა­რა­კო­ბენ და მათ­თან სა­უბ­რი­სას ხვდე­ბი, რომ მათ ბევ­რი რამ გა­და­ი­ტა­ნეს, მაგ­რამ ოსებს ქარ­თვე­ლე­ბი არ სძულთ, მე­ტიც ხში­რად ლა­პა­რა­კო­ბენ მათ­ზე სიმ­პა­თი­ით, რო­გორც მოძ­მე ხალ­ხზე”, – წერს სევ­რი­ნოვ­სკი.
“დი­დი­ხანს ვოც­ნე­ბობ­დი, ქარ­თვე­ლე­ბის სახ­ლე­ბი დამ­წვა­რი­ყო, მაგ­რამ რო­დე­საც მათ მარ­თლა წა­უ­კი­დეს ცეცხლი, სუ­ლაც არ გამ­ხა­რე­ბია… ეს სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. ჩვენ მათ სახ­ლებ­ში არ ვცხოვ­რობთ, ოსე­ბის სახ­ლე­ბიც ცა­რი­ე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში…”, – ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვრები ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უ­ბარ­ში.
ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, “სამ­ხრეთ ოსეთ­ში” ჯერ კი­დევ ცხოვ­რო­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი და მათ ად­გი­ლობ­რი­ვი კგბ-ს მი­მართ შიში აქვთ.
“აქ, მე­ზო­ბელ ოსებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი არ აქვთ, ორი­ვე ხალ­ხი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რეა. შე­უძ­ლე­ბე­ლია ერთი წუ­თით შეხ­ვი­დე ვინ­მეს­თან სახ­ლში, და არ მო­გინ­დეს უფრო მეტ­ხანს დარ­ჩე იქ და ორი­ო­დე ლიტ­რი ღვი­ნოც არ და­ლიო… მთებ­ში, ქარ­თვე­ლე­ბიც და ოსე­ბიც ყუ­რძნის წვე­ნის­გან ჩურ­ჩხე­ლას ავ­ლე­ბენ, თი­თე­ბი კი კაკ­ლი­სა­გან აქვთ გა­შა­ვე­ბუ­ლი”, – ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­მაც ოკუ­პი­რე­ბულ ოსეთ­ში იმოგ­ზა­უ­რა. მას­პინ­ძლო­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თვე­ლი გივი დვა­ლიშ­ვი­ლი უწევ­და.
“გივი დვა­ლიშ­ვი­ლი, სო­ფელ არ­დის­ში ოს მე­უღ­ლეს­თან, ლე­ი­ლას­თან და შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. მათ სახ­ლს ეკ­ლე­სია გად­მოჰ­ყუ­რებს. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, იქ ადრე საგ­ვა­რე­უ­ლო კოშ­კი იყო, რო­მელ­შიც ვერ­ცხლის ჯვა­რი ინა­ხე­ბო­და. ერთ ზამ­თარს კოშ­კი მთიდნ მო­ვარ­დნილ­მა ზვავ­მა მთლი­ა­ნად და­ან­გრია, თუმ­ცა, რო­დე­საც თოვ­ლი დად­ნა, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სა­ლო­ცავ­ში რე­ლიქ­ვია და­უ­ზი­ნე­ბე­ლი გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და ასე­თი სას­წა­უ­ლის აღ­სა­ნიშ­ნად, მათ ეკ­ლე­სი­ის აშე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეს. ვიდ­რე გივი შიგ­ნით შევა, ჯერ ეკ­ლე­სი­ას გარს უვ­ლის და ყვე­ლა კუ­თხეს მოკ­რძა­ლე­ბით ემ­თხვე­ვა… შე­სას­ვლელ­ში ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი ჩანს. იქ­ვეა უამ­რა­ვი პა­ტა­რა და ერთი დიდი ზარი. გივი ზარს რე­კავს და შემ­დეგ, წელ­ში მოხ­რი­ლი შე­დის ტა­ძარ­ში… შიგ­ნით ორი ადა­მი­ა­ნი ლო­ცუ­ლობს, – ქარ­თვე­ლი გივი და ჩვე­ნი ოსი მეგ­ზუ­რი, რომ­ლე­ბიც სან­თელს ან­თე­ბენ და ერ­თად ლო­ცუ­ლო­ბენ…”, – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

წყარო:https://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები