„ორი დღეა, ბავშვი ბებოს ეძებს… ვერ ვუყურებ ჩემი მეუღლის გათიშულ სახეს“ – თიკა მახალდიანის ქმრის ემოციური სტატუსი და ვიდეო
19 აპრილს თბილისში ტრაგედია მოხდა – ღამით ბრმა ტყვიამ თბილისში, ვაჟა–ფშაველას გამზირზე 50 წლის თამარ ანთელავა იმსხვერპლა. სამართალდამცავი, რომმაც გასროლა მოახდინა, დაკავებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები.
გარდაცვლილი ქართველი მომღერლის, თიკა მახალდიანის დედაა, რომლის მეუღლეც სოციალურ ქსელში ვიდეოსა და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ბედნიერია თამუნა ამ ვიდეოში. თავის ერთადერთი კუსანას იუბილე აქვს. არ მჩვევია სტატუსების დაწერა, უბრალოდ, გამწარებული ოჯახი ვართ. იძულებული ვარ, ეს განცხადება გავაკეთო. მომხდარი ფაქტი, რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით. ოჯახი განადგურებულია, საოცარი ადამიანი მოგვიკლეს, საოცარი დედა, გიჟი ბებია და მეგობარი, ყველასგან გამორჩენილი ურთიერთობითა და სიყვარულით. მინდა, მივმართო თხოვნით შსს ორგანოებს.
გაითვალისწინონ ოჯახის მდგომარეობა და მსგავსი ქმედება, მაქსიმალურად შეაფასონ და სწორი და სამართლიანი მიმართულება მისცენ ამ მომხდარ ფაქტს.
ქალი, რომელიც ერთ თვეს თავის ერთადერთ შვილიშვილს არ ნახულობდა ვირუსის გამო, სული მისდიოდა, იცავდა მკაცრად ყველა რეგულაციას მის გაზრდილ ბავშვზე და გარეთ არ გამოდიოდა და ვიღაც ვაჟკაცის ქეიფისა და ღრიანცელის გამო სიცოცხლე მოესწრაფა.
ყოველი დილა ვიდეოზარით მეწყებოდა, ბებიისა და შვილიშვილის ერთ საათიან საუბრითა და ერთმანეთან მოფერებით. ორი დღეა, ბავშვი ბებოს ეძებს. რა ვუთხრა, ხან რას ვიგონებ, ხან – რას. ვერ ვუყურებ ჩემი მეუღლის გათიშულ სახეს, ამას ვერ გაუძლებს ვერავინ, რაც ჩემს ოჯახში ხდება.
მინდა მივმართო, ასევე, იმ საცოდავს. მეცოდება მისი შვილები და მეუღლე. თვითონ ის არ და ვერ შემეცოდება, ვურჩევ, რომ გაიაზროს, რაც ჩაიდინა და ეყოს კაცობა და სასამართლოზე აღიაროს და თვითონ მოითხოვოს სასჯელი, ეს იქნება მისი მონანიება.
თუ შინა პატიმრობა უნდა და ურჩევნია, გააკეთოს, პირადად ჩემთვის უკეთესია უფრო ადვილად მივწვდები, თამუნას ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ ჩემ ცოლ-შვილს ვერ ვუყურებ ასეთ მდგომარეობაში. ჩვენ ოჯახი არანაირ ზედმეტ რეაგირებას არ ვაკეთებთ, ველოდებით გამოძიებას.
დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ და ზუსტ შედეგს და სასჯელს დადებენ“, – წერს თიკა მახალდიანის მეუღლე სოციალურ ქსელში.