“ორგანიზმში კორონავირუსის შეჭრას აადვილებენ” – პრეპარატები, რომლებიც არ უნდა მივიღოთ და ექიმის რჩევა
ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე ოჯახის ექიმი, ნინა ბაკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:
,,!!!! ვინც გაციებული ხართ ან სიცხე გაქვთ, არ მიიღოთ იბუპროფენი, დიკლოფენაკი, ნუროფენი ან სხვა NSAID-ის პრეპარატები!!!
მე, როგორც ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე ოჯახის ექიმი, გირჩევთ ამას. აღნიშნული რეკომენდაცია დაფუძნებულია ბრიტანულ ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე და ვირუსოლოგებისა და ნევროლოგების რჩევაზე. ეს პრეპარატები ზრდიან ACE-2 -ის რეცეპტორების მგრძნობელობას და ორგანიზმში კორონავირუსის შეჭრას აადვილებენ.
თითქმის ყველა ახალგაზრდა პაციენტი, რომელიც ინტენსიურ თერაპიაში მოხვდა, აღმოჩნდა, რომ იღებდა ამ პრეპარატებს.
ექიმებს გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად გააზიაროთ აღნიშნული მესიჯი.”