სკანდალების მოყვარული მომღერალი, ხატია წერეთელი, რომელიც საზოგადებამ პირველად გადაცემა “ნიჭიერით” გაიცნო, საკმაოდ პოპულარულია.
“ნიჭიერში” სიმღერამ “შატილის ასულო” ჟიურის მხრიდან დიდი მოწონება ვერ დაიმსახურა, თუმცა ხატია ამას არ შეუჩერებია და მან მალე ჩაწერა ისეთი სკანადლური სიმღერები, როგორებიცაა: “შენთან ყველაფერი მინდა”, “ქართული ჯარი”, “შენთან სექსი მაგარია” და სხვა.
სწორედ ამ უკანასკნელის კლიპში გამოჩენილი ყმაწვილის, იმედა ვახტანგიშვილის ყურადღება მიიქცია საზოგადოებამ, თუმცა მომღერალი ამბობდა, რომ ის მისი მეგობარი იყო.
შემდეგ კი მომღერალმა აღიარა, რომ იმედა მისი “ბოიფრენდია”.
წერეთელმა რჩეულის შესახებ ჟურნალი “თბილისელებთან” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მასზე ბევრად უმცროსია და იმედას გაცნობის ისტორიას მოჰყვა.
– “ჩემი “ბოიფრენდი” ბევრად პატარაა ჩემზე. ერთმანეთი ცოტა მხიარულ გარემოში გავიცანით. საერთო მეგობარი გვყავს, რომელთანაც იმედა მუშაობს. საქმიან შეხვედრაზე მას თან ახლდა ორი თანამშრომელი, მათ შორის იყო იმედაც. შარდენზე ვისხედით და ვსაუბრობდით. მერე ბიჭებს ნარდს ვეთამაშებოდი და ვუთხარი – ვინც წააგებს, გაიხდის-მეთქი. ისიც დამთანხმდა. თავიდან, ასე ვთქვათ, გავუშვი და რომ ეგონა, წავაგებდი, ზუსტად მაშინ მოვუგე, მოკლედ, ეს ადამიანი შუაგულ შარდენზე ტრუსით დავსვი. ჩვენი ურთიერთობა თანამშრომლობით დაიწყო და სიყვარულში გადაიზარდა”, – განაცხადა წერეთელმა.
კითხვას – ხშირად უყვარდება თუ არა მას, უპასუხა, რომ ეს იშვიათად ხდება, რადგან ეჭვიანი და მესაკუთრეა.
მომღერალმა, ასევე, ისაუბრა სექსისა და ნარკოტიკის მნიშვნელობაზე ინტიმურ ცხოვრებაში.
“ცხოვრებაში მეორედ მიყვარს. ცოტა რთული ხასიათი მაქვს. ეჭვიანი და მესაკუთრე ვარ. უცხოელი თაყვანისმცემლებიც მყავს მაგრამ “მიყვარხარ-ს” უფრო კარგად ვამბობ, ვიდრე – “აი ლავ იუს”. სექსი ყველასთვის უნდა იყოს ნარკოტიკი. ორგაზმი 75%-ით თიშავს ტვინს, ხოლო ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი – 20-25 %-ით. ასე რომ, სექსი ყველზე ძლიერი ნარკოტიკი ყოფილა”, – ამბობს მომღერალი ინტერვიუში.