ინგრედიენტები:
ორაგულის ფილე – 6 ცალი,
ლაიმის ცედრა – 1,5 ჩაის კოვზი,
მარილი-გემოვნებით,
პილპილი – გემოვნებით,
ზეითუნის ზეთი – 1 სადილის კოვზი,
მაიონეზი – 50 გრ.
მომზადების წესი: გრილი გავახუროთ. ორაგულის ფილეს მარილი, პილპილი დავაყაროთ და ზეთით დავნამოთ. გრილზე 4-6 წუთით ორივე მხრიდან შევწვათ. მაიონეზისა და ლაიმის ცედრისგან სოუსი გავაკეთოთ. უკვე მზა ფილე თეფშზე გადავიტანოთ და ლაიმის ცედრა მოვაყაროთ. ბოლოს კი გამზადებული სოუსი მოვასხათ.