ორაგულის რულეტი კიტრითა და ყველით

ინგრედიენტები: დაჭრილი ორაგული – 200 გრ, კიტრი – 2 ცალი, ნაღების ყველი.

მომზადების წესი: ერთი ცალი კიტრი თხლად სირგძეზე დავჭრათ, მეორე – მრგვალად. ორაგულის ნაჭერს ყველი წავუსვათ, შემდეგ კიტრი დავადოთ და რულეტი შევახვიოთ. 1-2 სმ-ის ნაჭრებად დავჭრათ. თეფშზე კიტრი დავდოთ და ზემოდან რულეტი დავადოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები