ონლაინ სესხები და მისი განვითარების პერსპექტივები – რას გვთავაზობს მომსახურება?

საფინანსო სისტემის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას გულისხმობს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ თითოეული საბანკო სტრუქტურის დახვეწა მნიშვნელოვანია, ამიტომ ონლაინ სესხების სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობენ.
სწრაფი ონლაინ კრედიტი -ეს არის სერვისი, რომლითაც ალბათ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ერთხელ მაინც უსარგებლია. რატომ გახდა ონლაინ სესხები მომხმარებლისათვის მიმზიდველი?– ამ საკითხზე ექსპერტები ბევრს მსჯელობენ, თუმცა ძირითადად, მარტივ სამ კომპონენტამდე მიდიან:
1. სიმარტივე– სესხის ასაღებად აღარაა საჭირო ბანკებში უამრავი პროცედურის გავლა;
2. სისწრაფე–დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და სესხის ონლაინ რეჟიმში აღება;
3. კომფორტი–დროის დაზოგვის მიზნით, სახლიდან გაუსვლელად, რიგში დგომის გარეშე შესაძლებელია სასურველი თანხის მიღება;
სესხი გრძელვადიანი პერიოდით – ეს მომსახურება იმ მომხმარებლისთვისაა, რომელიც არაა დარწმუნებული იმაში, რომ სესხს მცირე დროში დაფარავს. მომსახურების კომფორტულობას რამდენიმე გარემოება განაპირობებს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ის, რომ სესხის მიღება ქონების უზრუნველყოფის გარეშეა შესაძლებელი.
გრძელვადიანი სესხით სარგებლობისას უნდა გახსოვდეთ შემდეგი გარემოებები:
• ყველა ბანკსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავისი საპროცენტო განაკვეთი და სესხის დაფარვის ვადა აქვს;
• შესაძლებელია კრედიტორმა მომხმარებელს სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოსთხოვოს;
• გამოუვალი მდგომარეობის შემთხვევაში, მსესხებელმა უმჯობესია კრედიტი გადაავადოს;
• გადავადების სერვისით სარგებლობა, უმეტეს კომპანიაში, გარკვეული საფასურის გადახდით განისაზღვრება, თუმცა ამ ქმედებით, მსესხებელი საკრედიტო ისტორიის გაფუჭებისგან თავს იცავს;
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ონლაინ სესხის სერვისი?
ხშირია შემთხვევები, როდესაც ნანატრი შვებულება დავგეგმეთ, თუმცა აღმოჩნდება რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო არ გვაქვს შესაბამისი რესურსი ნაყოფიერად დავისვენოთ, ძალები აღვიდგინოთ და სამოგზაუროდ წავიდეთ. უნდა შევეგუოთ და ჩავშალოთ გეგმები თუ გამოსავლის ძებნა დავიწყოთ?
გამოსავალი ნამდვილად არსებობს, სწრაფი ონლაინ სესხი დაკრედიტების ერთ-ერთი კარგი სახეა. მცირე დროში, სწრაფად და მარტივად საშუალება გაქვთ მიიღოთ თანხა და სურვილისამებრ გამოიყენოთ.
არის გარკვეული საკითხები, რომელიც კრედიტის აღებამდე უნდა გაითვალისწინოთ. დაიზღვიეთ თავი და კარგად განსაზღვრეთ, მოგზაურობიდან დაბრუნებული შეძლებთ თუ არა სასესხო ვალდებულების შესრულებას? თუკი კრედიტს განსაზღვრულ დროს ვერ დაფარავთ, ვადაგადაცილებებზე ჯარიმებია. ეს კი როგორც თქვენს საფულეზე, ასევე საკრედიტო ისტორიაზეც ცუდად აისახება.
ონლაინ სესხის განვითარების ეტაპები- რა სახით შეიძლება ონლაინ სესხების სერვისის დახვეწა და გაუმჯობესება? საკითხით დაინტერესებული პირები რამდენიმე პუნქტს გამოყოფენ:
1. სამომავლოდ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მრავალფეროვნებისათვის შესაძლოა მომსახურების სპექტრი გაფართოვდეს. ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები რაც უფრო სრულყოფილად დააკმაყოფილებენ თითოეულ მომხმარებელს, მით უფრო დიდ პოზიციას დაიკავებენ ბაზარზე;
2. ბანკებთან თანამშრომლობა-თუ ბანკების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მათ კილენტების დიდი ბაზა გააჩნიათ ონლაინ გამსესხებლები აქცენტს სისწრაფეზე აკეთებენ. ყველა კუთხით კონკურენცია დიდია, ამიტომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია მომავალში კომპანიებმა ბანკებთან საერთო კაპიტალი გამონახონ და თანამშრომლობა დაიწყონ.
როგორ განვითარდება მოვლენები ეს დროის საკითხია თუმცა ამ ეტაპზე, თუკი გსურთ ონლაინ სესხით სარგებლობა, მაშინ ეწვიეთ onlain sesxebi credy.ge -ს. თქვენ საშუალება გექნებათ ერთ პლატფორმაზე, საქართველოში მოქმედი ყველა ონლაინ სესხის გამცემი კომპანიის შესახებ ინფორმაცია მიიღოთ და არჩევანიც გააკეთოთ.
R

კომენტარები

სხვა სიახლეები