“ომში, მეტნაკლებად, გავიმარჯვეთ” – ქართველი პაციენტის კრიტიკული მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, მკვეთრად გაუმჯობესდა

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 2 რეანიმაციული პაციენტია, ერთ-ერთის მდგომარეობა კი მკვეთრად გაუმჯობესდა:

“დღეს მთელი ჩვენი კლინიკა ძალიან ბედნიერია იმიტომ, რომ პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკული მდგომარეობით შემოყვანილი, ყველა გართულებით – ამ ეტაპზე ომში, მეტნაკლებად გავიმარჯვეთ – ვინაიდან პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური, დღის ბოლომდე შეიძლება პაციენტი აპარატიდან მოიხსნას.

რაც შეეხება მეორე პაციენტს – ქალბატონი 80 წლის, რომელსაც აქვს გულის უკმარისობა, ასევე ასაკი, პაციენტთან დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული, შედარებით გამარტივდა სუნთქვის პარამეტრები. ჩვენი გამარჯვებაა, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, იმედია, რამდენიმე დღეში ეს პაციენტიც აპარატიდან მოიხსნება”, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები