ინგრედიენტები:
კვერცხი – 4 ცალი,
კარტოფილი – 200 გრ,
პამიდორი – 150 გრ,
ყველი – 100 გრ,
მწვანილი, მარილი, წიწაკა, ზეთი.
მომზადების წესი: პამიდორი საშუალო ნაჭრებად დავჭრათ. უმი კარტოფილი და ყველი გავხეხოთ. მწვანილი წვრილად დავჭრათ. კვერცხი ავთქვიფოთ და ყველა ინგრედიენტი შევურიოთ. შემდეგ მირებული მასა ტაფაში ჩავასხათ და საშუალო ცეცხლზე 10 – 15 წუთი დავტოვოთ.