ოლიმპიურ ჩემპიონს, მანუჩარ კვირკველიას და ინგა შანავას მეექვსე შვილი – ნიკოლოზი შეეძინათ. ამის შესახებ ინფორმაცია “ღუდუშაურის კლინიკამ” გაავრცელა:
“სიცოცხლის პირველი “ოქროს წუთები” უახლოესი ადამიანების გარემოცვაში.მეექვსედ განცდილი ბედნიერება და ბუნების კიდევ ერთი საჩუქარი.
ჩვენი ქვეყნის სახელოვან სპორტსმენს, ოლიმპიურ ჩემპიონს, მანუჩარ კვირკველიას და ინგა შანავას მეექვსე შვილი – ბატონი ნიკოლოზი შეეძინათ.”- წერია კლინიკის ოფიციალურ გვერდზე.