ოლეგ ტაბაკოვი ოლეგ ტაბაკოვის პრემიის ლაურეატი გახდა

 

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ოლეგ ტაბაკოვი ოლეგ ტაბაკოვის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა. მისი დაჯილდოება ოლეგ ტაბაკოვის თეატრში გაიმართა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ტაბაკოვის გარდა, პრემია კიდევ 15-მა ადამიანმა მიიღო. მათ შორის ოლეგ ტაბაკოვის მეუღლე მარინა ზუდინაა. ტაბაკოვის საქველმოქმედო ფონდის სამეურვეო საბჭო ცნობილ მსახიობს პრემია სპექტაკლ „იუველირის იუბილეში“ მთავარი როლის შესრულებისთვის მიანიჭა.

კომენტარები

სხვა სიახლეები