დღეიდან ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი ვიზიტორებს ელის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ადგილზე მოეწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ბილიკები, პლატფორმები, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი.
ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარით იყო დაფინანსებული. ოკაცეს ჩანჩქერი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში მდებარეობს.
სხვა სიახლეები