ექვსი წლის წინ ბენზინების ოჯახს ფინანსური პრობლემები შეექმნა. მათ მოუწიათ დაეხურათ რესტორანი, რომელიც მათი საოჯახო ბიზნესი იყო. ამის შემდეგ ბენზინებმა გადაწყვიტეს ცოტა ფული შეეგროვებინათ, მიწა ეყიდათ და პატარა სახლი აეშენებინათ.
როგორც ოჯახის წევრები აღნიშნავენ, პატარა სახლში ცხოვრება არც ისე მარტივია, მაგრამ მას დადებითი მხარეებიც აქვს. ასეთ სახლში ცხოვრებისას ბევრ რამეს სწავლობ, მაგალითად სივრცის უკეთეს ათვისებას. ოჯახი ახლა გაცილებით უფრო ბედნიერად ცხოვრობს, ვიდრე ადრე, როცა დიდ სახლში ცხოვრობდნენ. ამბობენ, რომ ასეთ სახლში ცხოვრებისას აწმყოში ცხოვრობ და არა მომავალში ან წარსულში, შესაბამისად უფრო მეტ კმაყოფილებას გრძნობ.
სახლში ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს, რომ საცხოვრებლადაც დარჩეს სივრცე.
სახლში ორი დასაწოლი კუთხეა. ერთი ბავშვებისთვის, მეორე მშობლებისთვის.
როცა ბენზინების ყველაზე პატარა წევრები გაიზრდებიან, მათთვის ახალი სახლი უნდა ააშენონ, მაგრამ არც ის იქნება ძალიან დიდი.
ამ სახლში მხოლოდ ძალიან საჭირო ნივთები გადმოიტანეს.
ბენზინებმა მშვენიერი ბოსტანიც გააშენეს
ჰარი და კარლ ბენზინებს ძალიან უყვართ ლამაზი ნივთები და ცდილობენ მათ სახლში ყველაფერი მშვენიერი იყოს.
ბენზინების სახლის ფართობი 16 კვადრატული მეტრია. სახლი ფლორიდის შტატში მდებარეობს