შემზარავი ფაქტი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ დელავერეში მოხდა. ოთხმა პოლიციელმა ხალხის თვალწინ, ცეცხლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს გაუხსნა. ინვალიდის ეტლში მჯდომარე 28 წლის ჯერემი მაკდოული ადგილზე გარდაიცვალა. ინციდენტი ვილმინგტონის ქუჩაზე მოხდა.
მომხდარს წინ, გარდაცვლილსა და მის მეგობარს შორის დაპირისპირება უძღოდა. მაკდოული ურთიერთშელაპარაკებისას მისივე მეგობარმა, 18 წლის ბიჭმა დაჭრა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ. დაჭრილი მათ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დახვდათ. პოლიციამ მას იარაღის დაგდება უბრძანა, რასაც მაკდოული არ დაემორჩილა. ამის შედეგ სამართალდამცავებმა მას ცეცხლი გაუხსნეს.
https://www.youtube.com/watch?v=uTPcfRxwrP0&feature=youtu.be