ჟურნალისტი ბექა ყორშია არაბი მეგობრის შესახებ კურიოზს იხსენებს რომელმაც მას მონათვლა სთხოვა:
არაბისტი ბექა ყორშია იხსენებს: „მე და ჩემი არაბი მეგობარი აბუ ჰამედი კუს ტბაზე ვიყავით, ის ერთმა ჭიქა არაყმა გაატიალა და ამიტყდა:
როგორ არ ვეცადე, რა არ ვუთხარი – გამოფხიზლდი და ხვალ მოინათლე-მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა, წავედით ტაძარში, იმედი მქონდა, რომ მამაო მთვრალის მონათვლაზე უარს იტყოდა, მაგრამ განაცხადა: აბო თბილელივით მოინათლებაო, ერთი სიტყვით, აბუ ჰამედი გაქრისტიანდა, სახლში მივიყვანე და დავაბინავე.
მეორე დილით მირეკავს და მეკითხება: ის კაცი ვინ იყო წყალს რომ მასხამდაო – მამაოს გულისხმობდა.
– არავინ, ცხელოდა და ვწუწაობდით-მეთქი, – ვუპასუხე აბუ ჰამედს და ტელეფონი გავუთიშე,
მას მერე ოთხი წელი გავიდა და დღემდე არ იცის, რომ ქრისტიანია და ნიკოლოზი ჰქვია.“