„ოთო, ძალიან უკიდეგანო ყ*** ხარ“ – ნიკა გვარამია „რუსთავი2“-ის საქმეზე ოთო კახიძის კომენტარს პასუხობს

„რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას „რუსთავი 2“-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში უპასუხა.

ოთარ კახიძემ დღეს საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გვაჩვენა, რომ საქმის წარმოების პროცესში დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები, რომელიც გამოიყენა მოწინააღმდეგემ.

„შეცდომაა იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი უძლეველია, რომ აი, სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა, რომ ევროპელი მოსამართლეები რუსეთის აგენტები არიან და ა.შ.

ეს ასე არ არის.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გვაჩვენა, რომ:

1. არასწორი იყო მოსამართლეებზე თავდასხმა არაკორექტული ფორმით და არხის გამოყენება ცალკეული მოსამართლეების პროვოცირებისთვის და მათ შესავიწროებლად;

2. საქმისწარმოების პროცესში დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები, რომელიც გამოიყენა მოწინააღმდეგემ.

ივანიშვილთან დაპირისპირებაში ყველაზე მეტად გვჭირდება სწორი სტრატეგია, თანმიმდევრულობა, არ აისტერიულობა, იმგვარად პოზიციონირება, რომ ნეიტრალური პირი ჩვენ სასიკეთოდ განეწყოს და არა პირიქით.

ივანიშვილი უძლეველი არ არის. თუ ჭკვიანურად ვიმოქმედებთ, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მისთვის პიროსის გამარჯვების ტოლფასი აღმოჩნდეს,“ – დაწერა კახიძემ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონიერად ცნეს ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნების თაობაზე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო რუსთავი2- ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

კომენტარები

სხვა სიახლეები