მომღერალ ოთო ნემსაძეს ბათუმში ბინა აჩუქეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მომღერალი ფეისბუქის პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„მოკლედ დავიწყებ იქიდან, რომ არ მიყვარს საკუთარი სიხარულის თუ მწუხარების აფიშირება, უბრალოდ, ეს ის შემთხვევაა, როცა არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი უდიდესი ბედნიერება.
ცოტა ხნის წინ შევხვდი ერთ ადამიანს, რომელმაც თავისი დიდი სიმპათია გამოხატა ჩემი შემოქმედების მიმართ და მითხრა, ბათუმში რომ მოხვდები, უბრალოდ, შემეხმიანეო. გუშინ ჩამოვედი ბათუმში და შევეხმიანე ამ კარგ ადამიანს მოსაკითხად.
შევხვდით ერთმანეთს და მან მანქანა დიდ მშენებარე კორპუსთან, ბათუმის ცენტრში გააჩერა. მითხრა, ამ სახლს მე ვაშენებ და აი, მეჩვიდმეტე სართულზე, ძალიან მაგარი ხედით ბინა შენიაო…… გავჩერდი და გავიყინე ადგილზე. არც კი ვიცოდი, რა მეთქვა. გულმა ისე დამიწყო ცემა, მეგონა ამოვარდებოდა. თან მოაყოლა, არ მინდა არაფერი, უბრალოდ, კაი კაცი ხარ და აი, ეს სახლი მინდა გაჩუქოო. ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ, დამთანხმდა პოსტის დადებაზე. პ.ს. არასდროს არ მილაპარაკია ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ ადამიანმა ცხოვრების დიდი ნაწილი დამილაგა თავისი უდიდესი სულგრძელობით. პ.პ.ს. აი, ზუსტად ესეთი ადამიანები უნდა იყვნენ წარმატებულები უგზო-უკვლოდ, რათა ბევრი კეთილი საქმე აკეთონ. მადლობა თქვენ! მე არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი სიხარული.
ახალი ტალღა ბინები ბათუმში Новая волна апартаменты Батуми New Wave Batumi დიდი მადლობა თქვენ ბატონო რამაზ!! დედის დღეს გილოცავთ, დედებო, მინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ეს პოსტი. სასწაულებიც ხდება #სიკეთეგადამდებია“, -წერს ოთო ნემსაძე.
სხვა სიახლეები