ოდესაში სააკაშვილთან „ძილი“ 9 დოლარი ღირს – „ხვალ უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს“ (ფოტო)

როგორც ჩანს, ოდესაში მიხეილ სააკაშვილთან „დაწოლის“ სურვილი ბევრს აქვს. ახალი სახის სუვენირები – ბალიშები სააკაშვილის გამოსახულებით უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სუპერმარკეტებში ბალიშებზე მოთხოვნა დიდია და მათ შორის, ყველაზე გაყიდვადი საქართველოს ექსპრეზიდენტის გამოსახულებიანი ბალიშებია. თითოს ღირებულება 180 გრივნას (9 დოლარი) შეადგენს.
სუვენირზე სააკაშვილი პიჯაკით და ჰალსტუხით არის გამოსახული. ოდესის გუბერნატორი „მასთან დაწოლილებს“ ტკბილ ძილს უსურვებს და აიმედებს, რომ „ხვალ უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს“.
გამყიდველები ამბობენ, რომ ოდესელებს სააკაშვილთან ძილი უფრო მოსწონთ, ვიდერ სხვა პოლიტიკოსებთან.
ოდესის გუბერნატორი სიახლეს ფეისბუქის გვერდიდან გამოეხმაურა და ხუმრობით დაწერა: „მე ყველას გაღვიძებას ვცდილობდი, ხოლო ახლა პირიქით გამოდის“.

12086738_10204728277518433_112486483_n

12067808_10204728277558434_1207925664_n

კომენტარები

სხვა სიახლეები