ფოტოგრაფი სოფი გამანდი სტერეოტიპებს ამსხვრევს. ფოტოების სერიაში – Flower Power, ხელოვანმა პიტბულები ყვავილების გვირგვინებით გადაიღო. აქციის მიზანს, უპატრონო, მიუსაფარი ძაღლების დაცვა წარმოადგენს. ფოტოგრაფი დაინტერესდა, თუ რატომ ეშინია ადამიანების უმეტესობას ამ სახეობის. ამიტომაც, მან ცხოველები სულ სხვა ფორმით, უჩვეულოდ გადაიღო.
„ისინი არ არიან მონსტრები, ისინი უბრალოდ ძაღლები არიან, ხშირ შემთხევაში ხოლოვნურად შექმნილი ცუდი რეპუტაციით. მაინტერესებდა შეიცვლებოდა თუ არა მათზე ადამიანების წარმოდგენა მას შემდეგ, რაც მათ სხვაგვარად მოვეპყრობით“, – აცხადებს გამანდი.
მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყოველწლიურად 800 000-დან ერთ მილიონამდე პიტბულს კლავენ დაძინების მეთოდით.