სოციალურ ქსელში გამოჩნდა ობობა სახელად ლუკასი, რომელიც გვეუბნება, რომ საზოგადოებამ უნდა დააფასოს ობობების არსებობა დედამიწაზე.
“ბევრი ნეგატიური განწყობა არსებობს ობობების მიმართ, რომლებიც შეიძლება ბავშვობის ფობიასაც დავაბრალოთ. სწორედ ამიტომ შეიქმნა ლუკასი, რომელიც განსხვავებულად დაგანახებთ ობობების ყოფა-ცხოვრებას.
მთავარია გვახსოვდეს, რომ ისინი სხვადასხვა მწერებს მიირთმევენ და დაავადებების გავრცელების რისკს ამცირებენ ამბობს ობობას შემქმნელი, ანიმატორი ჯოშუა სლაისი”.
ჯოშუა სლაისის თქმით, ვიდეოს პერსონაჟი მისი შექმნილია – თავად შეიმუშავა მისი დიზიანი, დახატა და ანიმაციად აქცია.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=VrS6akzR3sk[/youtube]