ახალი წლის დღესასწაულების დროს ობინსკის ერთ-ერთი სახლის მცხოვრებლებმა სადარბაზოში, ნაგვის ბუნკერთან მშობლების მიერ მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. როგორც ჟუტნალისტებისთვის გახდა ცნობილი, ბავშვი კატამ გადაარჩინა. ეს კატა მას ათბობდა და უვლიდა.
“მას ისეთი კარგი ქურთუკი ეცვა, ღია ფერის. შარვალიც ცისფერი იყო. თავზე თბილი ქუდი ეხურა. ყუთთან იდო პაკეტი, სადაც ეწყო ბავშვის საკვები და რამოდენიმე პამპერსი”, – ყვება სახლის ერთ-ერთი მცხოვრები.
პირველ რამოდენიმე საათში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი მარტო იყო, კატა, სახელად მაშა მას უვლიდა, ათბობდა. ალბათ ბავშვი დიდ კნუტად მიიღო.
როგორც კი ბავშვმა საჭმელი ჭამა, ცოტა დამშვიდდა. მეზობლებმა კი სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს. ექიმები 15 წუთში მოვიდნენ და ახალშობილი ობინსკის საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში წაიყვანეს. როდესაც ბიჭი წაიყვანეს, კატამ კნავილი დაიწყო და ბავშვი და მედმუშაკები სასწრაფოს მანქანამდე მიაცილა.
წყარო: zooclub.ge
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=i7yPX9fRFc8&feature=youtu.be[/youtube]