აშშ-ის პირველ ლედის, მიშელ ობამას ტვიტერის მომხმარებლები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სთხოვენ. მიკრობლოგების ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ისინი დონალდ ტრამპს ამერიკას ვერ ჩააბარებენ და რომ ამის გაკეთება მხოლოდ მიშელ ობამას შეუძლია.
თავად მიშელ ობამას ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია, თუმცა ეს საკითხი პრესასა და ტელევიზიაში აქტიურად განიხილება.