თეთრმა სახლმა ამერიკის შეერთბული შტატების პრეზიდენტის ვიდეო-ბლოგი გაავრცელა. ბარაკ ობამა ალიასკას ეწვია და მყინვარი “ექსითი” პირადად მოინახულა. ბოლო ორი საუკუნის მანძლზე მყინვარი 2 კილომეტრით შემცირდა. ადგილზე შექმნილი საგანგაშო გეოლოგიური მდგომარეობა პრეზიდენტმა თავად გადაიღო, მოგვიანებით კი ვიდეო თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ალიასკაში გადაღებულ კადრებში ბარაკ ობამა მყინვარის დნობის საშიშრობაზე ყვება და ყურადღებას კლიმატური ცვლილებების საფრთხეზე ამახვილებს.