ობამამ დათვის ნაჭამი, ორაგულის სისხლიანი ნარჩენები ჭამა (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

ალიასკაზე ტელეშოუ “Running Wild”-ის გადაღებების დროს, ამერიკის პრეზიდენტმა ორაგულის სისხლიანი ნარჩენები მიირთვა, რომელიც გარეულმა ცხოველმა ბოლომდე არ შეჭამა. ნახევრად შეჭმული თევზის გასინჯვა, რომელსაც მანამდე დათვი ჭამდა, ბარაკ ობამას გადაცემის წამყვანმა ბეარ გრილსმა შესთავაზა. როგორც მან აღნიშნა, მტაცებელი ცხოველი თევზის ყველაზე ცხიმიანი ნაწილების ჭამას ამჯობინებს, ხოლო ნარჩენებს ყრის. ამის შემდეგ გრილსმა ორაგული იქვე, მდინარის ნაპირას სახელდახელოდ ცეცხლზე შეწვა და ამერიკის პრეზიდენტს გაუმასპინძლდა. მოგვიანებით ობამამ განაცხადა, რომ ველურ პირობებში მირთმეული თევზი გემრიელი აღმოჩნდა.
ბარაკ ობამამ გადაცემაში მონაწილეობა ალიასკაზე ვიზიტის დროს მიიღო, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ეხება.

https://www.youtube.com/watch?v=MhqyMmhyEkA

 

 

1 2 3 4 5 6 7

კომენტარები

სხვა სიახლეები