“ნუ მოუსმენთ სხვათა რჩევებს, დამოუკიდებლად მიიღეთ ყველა გადაწყვეტილება” – მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 26 მარტის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს:
“მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:18-დან 17:40 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მოერიდეთ კამათს, ყვირილს და აგრესიის გამოვლენას. მშვიდად განიხილეთ პარტნიორებთან თქვენთვის საინტერესო საკითხები, ნუ მოუსმენთ სხვათა რჩევებს, დამოუკიდებლად მიიღეთ ყველა გადაწყვეტილება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა გადაუდებელი საქმეების შესასრულებლად და სამომავლო გეგმების დასასახად. არ ღირს ფინანსური ოპერაციების განხორციელება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო თევზით და ხორცით, ხილით, ბოსტნეულით და ციტრუსით. თავი შეიკავეთ სტომატოლოგთან ვიზიტისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, წითელი, ყვითელი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი და აგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ კუროს და თევზებს”, – აცხადებს ასტროლოგი.